შინაარსზე გადასვლა

Spore

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Spore

PC ვერსიის გარეკანის ფოტო
დეველოპერ(ებ)ი Maxis
გამომცემელი Electronic Arts
სერია Spore
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 2008[1][2]
ჟანრ(ებ)ი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
დიზაინერ(ებ)ი უილ რაიტი, ალექს ჰატჩინსონი
კომპოზიტორი
  • ბრაიან ენო
  • კლიფ მარტინესი
  • საულ სტოკსი
შეფასება ESRB:E 10+ PEGI: 12
საიტი spore.com

Sporeცხოვრების სიმულატორისა და ღმერთის სიმულატორი ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა სტუდია Maxis-მა და გამოუშვა Electronic Arts-მა 2008 წლის 7 სექტემბერს, Microsoft Windows-სა და Mac OS X-ისთვის. თამაშში, ასევე გაერთიანებულია რეალური დროის სტრატეგიის და როლური ვიდეო თამაშის ელემენტები.

მოთამაშე აკონტროლებს სხვადასხვა სახის არსებებს, ავითარებს მის შესაძლებლობებს სურვილის მიხედვით. თამაში შედგება ხუთი სტადიისგან, დაწყებული მიკროორგანიზმებით და დამთავრებული მაღალგანვითარებული ცივილიზაციით.

Spore-მა მიიღო დადებითი შეფასებები მიმოხილველებისგან. British Academy Games Awards-ისგან გადაეცა ჯილდო საუკეთესო ტექნიკური მიღწევისთვის. საერთო განხილვების საიტებზე Metacritic-სა და GameRankings-ზე ფლობს 84.40%[3] და 84%.[4] Electronic Arts-ზე დაყრდნობით, გამოსვლიდან სამ კვირაში გაიყიდა 2 მილიონი ეგზემპლარი.[5]

თავიდან ირჩევთ პლანეტას და ცოცხალი არსების სახელს. სიცოცხლე იწყება წყლის წვეთიდან და ამ დროს თქვენ იბრძვით გადარჩენისთვის, რის შემდეგ ვითარდებით (თუ როგორ განვითარდება არსება ეს მოთამაშის ფანტაზიაზეა დამოკიდებული) და ამოდიხართ ხმელეთზე, შემდეგ არსებები ნელ ნელა ისწავლიან ურთიერთობას სხვა არსებებთან და განუვითარდებათ ტვინი (ანუ გადადიან თამაშის შემდეგ ეტაპზე, რომელსაც განსხვავებული ჟანრი ექნება). აქ უკვე იქმნება პირველი ცივილიზაცია ნელ ნელა განვითარდებიან სხვა არსებებიც, მოთამაშის გადასაწყვეტია მშვიდობის მოყვარე იქნებით თუ აგრესიული. შემდეგ არსებები ისწავლიან ქალაქის, მანქანების, გემების, თვითფრინავების და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკისა თუ შენობის გაკეთებას, მალე მოთამაშე დაიპყრობს მთელ პლანეტას და გაემგზავრებით კოსმოსში სამოგზაუროდ, რომ ცივილიზაცია კიდევ გაფართოვდეს და განვითარდეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Spore Available at Retailers Worldwide This Week. IGN (1 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-07. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2008.
  2. EA and Maxis Announce That Spore Has Gone Gold. Electronic Arts. Electronic Arts (14 აგვისტო, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-03. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2008.
  3. Spore (PC) Reviews – MetaCritic. Metacritic (9 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2008.
  4. Spore (PC) Reviews – GameRankings. GameRankings (4 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-10. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2008.
  5. „EA Reports Second Quarter Fiscal Year 2009 Results“ (პრეს-რელიზი). Electronic Arts. 30 ოქტომბერი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-06. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Spore&oldid=4705189“-დან