შინაარსზე გადასვლა

მიხეილი (საკუთარი სახელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქაელ მთავარანგელოზი

მიხეილი — საკუთარი სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: მიხა, მიხო, მიხაკო. მომდინარეობს ძველი ებრაული სახელიდან მიქელა – „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“ (სიტყვასიტყვით: „ვინც ღმერთივით არის“). ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, თუმცა გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განუცდია. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც „ქ“ ბერძნულშივე იქცა „ხ“-დ, „ე“ კი – „ი“-დ და წარმოიქმნა მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში; მიხაილო, მიკოლა — უკრაინულში და ა. შ. ქართულში არის როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა... მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი — მიხელაშვილი, მიხელიძე.[1]

  1. ვაჟის სახელები (მ), ქართული გენეალოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-11. ციტირების თარიღი: 2013-01-25.